იაპონიაში გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ. ტოკიოს რეკრეაციულ პარკში საკურა აყვავდა. ადგილობრივებმა პარკს ოჯახებთან ერთად მიაშურეს.
სეზონი გახსნილად მაშინ ცხადდება, როდესაც ალუბლის ხეებიდან ერთ-ერთზე სულ მცირე ხუთი ვარდისფერი ფურცელი გაჩნდება.
ნაგასაკის პარკში საკურა, ოთხი დღით ადრე აყვავდა, რაც იაპონიაში არსებულ თბილ ტემპერატურას უკავშირდება. ტოკიოში ჰაერის ტემპერეტურამ 19 გრადუს მიაღწია.
საკურა იაპონური კულტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. ალუბლების ყვავილობა ორ კვირამდე გრძელდება. საგაზაფხულო ფესტივალი ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება.