ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების ფაქტს არ ადასტურებს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ამჟამად დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად", - წერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.