60 წლის უზარმაზარი სპილო, რომელიც დედოფლის სახელითაა ცნობილი, - მოკვდა. რამდენიმე დღით ადღე ველური ბუნების ფოტოგრაფმა, უილ ბურარდ ლუკასმა ამ გიგანტური ცხოველის ახალი ფოტოები გადაიღო.
„ინდოელი სპილო კენიაში ველურ ბუნებაში მშვიდად და ბედნიერად დაიღუპა“, - განაცხადა ფოტოგრაფმა, რომელიც მედიაში გავრცელებული უიშვიათესი შავი პანტერის ფოტოების ავტორია.
ფოტოგრაფის განცხადებით, 60-წლის განმავლობაში „დედოფალი“ მრავალჯერ გადაურჩა ბრაკონიერებს. სპილოს ძვალზე მონადირე ბრაკონიერები, ინდოეთშიც და კენიაშიც, მრავალჯერ დაესხნენ ცხოველს თავს, თუმცა სპილომ მოახერხა ეცხოვრა 60 წლამდე და დაღუპულიყო ბუნებრივი სიკვდილით, - აღნიშნა ლუკასმა.
ფოტოები: უილ ბურარდ ლუკასი