ტოიოტა და იაპონიის კოსმოსურ სააგენტო JAXA მთვარეზე პირველ ხელითმათვად მანქანას გაგზავნიან. CNN- ის ჰონგ-კონგის კორესპონდენტის ინფორმაციით, კოსმოსური სააგენტო ავტომობილს 2029 წლისთვის გაგზავნის მთვარეზე. ავტომწარმოებელსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება წინა კვირას გაფორმდა.
ტოიოტაში აცხადებენ რომ ავტომობილს ორი ასტრონავტის გადაყვანა შეეძლება. ასტრონავტებს მანქანაში სკაფანდრის გარეშე ყოფნა და ათასობით კილომეტრის გავლა შეეძლებათ. ტოიოტას პირველ სამთვარეო მანქანას ელექტროძრავი ექნება.
ავტომობილი, რომელიც ჯერ კიდევ კონცეფციის საფეხურზეა, 6 მეტრის სიგრძის, დაახლოებით ორი მიკროავტობუსის ზომის იქნება.
„ხელით მართვადი და წნევარეგულირებადი ავტომობილები უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს JAXA-ს მიმდინარე სამთვარეო მისიებში. 2029 წლისთვის ჩვენ მთვარეზე გამოვიყენებთ ამ მანქანას“, - განაცხადა ჰიროში იამაკავამ, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს პრეზიდენტმა.