საპენსიო ფონდში პირველი 100 მილიონი შეგროვდა, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით ხორციელდება.
„მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლო მონაცემებით ჩვენს საპენსიო ფონდში პირველი 100 მილიონი შეგროვდა რაც მიუთითებს იმაზე, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით ხორციელდება, ამ თანხებთან სახელმწიფო არანაირ შემხებლობაში არ არის. ეს არის კერძო საკუთრება, პერსონალურად იმ ყველა მოქალაქის რომელიც ჩაერთო სქემაში. შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება კეთილსაიმედო ფინანსურ აქტივებში. როგორც კი საინვესტიციო საბჭო დაიწყებს მუშაობას რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით თანხები განთავსდება დივერსიფიცირებულ პაკეტებში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ