ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეთა ის კატეგორია განსაზღვრა, რომელთაც ვიზების გამარტივება შეეხება.
ამის შესახებ დოკუმენტს ხელი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი 2010 წლის დასაწყისში მოეწერება. ტექსტი შეთანხმებულია და განსაზღვრულია ის 20 კატეგორია, ვინც პრივილეგიით ისარგებლებს. ყველა მოქალაქისათვის განახევრდება ასევე შენგენის მოკლევადიანი ვიზების ღირებულება და გამარტივდება მისი მიღების მექანიზმებიც.
საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთიდან ვიზების მიღება ახლო ნათესავის მოწვევის საფუძველზეც შეეძლებათ. ვიზებს უფასოდ მიიღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სპორტსმენები. შეღავათები არ ეხებათ ბიზნესმენებს. დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისათვის კი შენგენის ქვეყნებში შესვლა უვიზო იქნება.
სახელმწიფო მოხელეებთან ერთად გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ სამედიცინო პერსონალი და ავადმყოფებიც. მრავალჯერადი ვიზის გაცემა 2-იდან 5 წლამდე შესაძლებელი იქნება გარკვეულ შემთხვევაში და მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც სუფთა დოსიე აქვს.