ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა, - განაცხადა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ რუსული ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემაში.
“საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.