იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას აღარ დატოვებს. როგორც წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, დისკუსია, რომლის გამოც მას შესაძლოა თანამდებობა დაეტოვებინა, ამოწურულია.
"მაქვს ვალდებულება დისკუსიების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და სხვა წყაროებიდან, არსებობდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას", - განაცხადა წულუკიანმა.