’’ეს არის სამარცხვინო ეს არის დამცირებული სასამართლო ხელისუფლება და მთლიანად სასამართლო სისტემა’’ – ასე ეხმიანება ’’ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
’’ეს არის სამარცხვინო, ეს არის დამცირებული სასამართლო ხელისუფლება და მთლიანად სასამართლო სისტემა. მოსამართლემ ბრძანა,რომ თავდებში მყოფი პირების ნახვა სურდა დარბაზში, ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო , რომ სურდა გასაუბრება ჩვენთან, რატომ ვდგავართ თავდებში, რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მიმალვის რისკი არ არსეობს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დავით კირკიტაძის მიმართ, როდესაც საქმე აღიძრა, ის იმყოფებოდა უცხოეთში. ის დაბრუნდა იმისთვის რომ პოლიტიკური კარიერა ქონოდა და წამდგარიყო კანონის წინაშე. აქ ნათელი სიტუაციაა ბატონ კირკიტაძეს აქვს ამოცანა რომ იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში , ის ერთერთი საკვანძო ფიგურაა , პოლიტიკური გუნდის ’’ნაციონალური მოძრაობის’’. ცინიზმია როდესაც ჯერ დაგვიბარეს , შემდეგ იქნა სიგნალი მიღებული ხელისუფლებიდან , პერსონალურად ვისგან არ ვიცი ,რომ პატიმრობაში დაეტოვებინათ. მოსამართლის დღევანდელი საქციელი არის შეშინებული, საკუთარი თავის რწმენის არ მქონე , თვითონაც რომ ესმის რა სამარცხვინოა. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს’’, - განაცხადა გიგა ბოკერიამ