"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმის განხილვაზე მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძის გათავისუფლების შუამდგომლობასთან ერთად დაცვის მხარემ ხელმოწერები და ის პირები წარადგინა, რომლებიც ენმ-ს წევრს თავდებში უდგებოდნენ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.