ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, არ საუბრობს იმ წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა მისწერა.
ქობულია მხოლოდ იმას ამბობს, რომ კარგი იქნება TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პრობლემური დისკუსია დასრულდეს.
„მე მგონია, რომ რაც უფროს სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დაასრულებს ამ პრობლემის მოგვარებას,“-აცხადებს გიორგი ქობულია.