"მაგთიკომის" გენერალური დირექტორის მოადგილე კომუნიკაციის საკითხებში ზურაბ გურგენიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ფინანსთა სამინისტრო კომპანიას 100 მილიონ ლარს ედავება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ზურაბ გურგენიძემ განუცხადა.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიაში შემოწმების მიზნითაც კი არავინ შემოსულა", _ განუცხადა" "ჯი-ეიჩ-ენს" გურგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო "ჯეოსელსა" და "მაგთის" 100-100 მილიონ ლარს ედავება. წყაროს ცნობით, ჯეოსელთან დავის მიზეზი ანგარიშფაქტურები გახდა.
რაც შეეხება კომპანია "მაგთის", წყაროს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო ანგარიშფაქტურების წინა თვის თარიღით გამოწერას ედავება. კომპანია მომდევნო თვეში აღებული ანგარიშფაქტურით წინა თვის მომსახურების ანგარიშსწორებას ახორციელებს. მოქედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში ისჯება ორივე მხარე - ვინც გამოწერა და ვისაც გამოუწერეს ანგარიშფაქტურა.
საგადასახადო კანონმდებლობაში აღნიშნული ხარვეზი უკვე გასწორებულია ისეთ უწყვეტ მომსახურეობაზე როგორიცაა _ წყლის, გაზისა და დენის გადასახადებზე. არ არის გასწორებული სატელეკომინიკაციო მომსახურებაზე.
ფინანსთთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ. ასევე ინფორმაცია არ აქვს "ჯეოსელისა" და "მაგთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.