ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება ერთდროულად შემოდის, ჩავთვალეთ რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა ბანკზე და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლის ივნისში ბანკში შესამოწმებლად ერთდროულად 4 უწყება შევიდა, რაც 27 წლის ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა.
„რატომ არის ეს ორკესტრირებული?!-2018 წელს ივნისის თვეში და დაადასტურა პროკურატურამ თავის ინტერვიუში ჩვენ ეს არ ვიცოდით და თურმე მუშაობდნენ, შემოდის ჩვენთან 4 უწყება. ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური, ეს არის პროკურატურა , საგადასახადო და ეროვნული ბანკი. და პარალელურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. მინდა გითხრათ რომ კანონმდებლობით საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება შეინახოს დოკუმენტაცია რომელიც 6 წელიწადზე მეტია, ჩვენ ვალდებული ვართ რომ გავანადგუროთ დოკუმენტაცია. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, როცა ამდენი უწყება ერთდროულად შემოდის, ჩავთვალეთ რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ყველა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვქონდა 11 წლის წინანდელი არქივში“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.