ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ განახლდეს დანიშვნები, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზე. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სამჭედლო სკოლად ჩამოყალიბდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრაზე, დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრაც.
„მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის კადრების სამჭედლო ამზადებს კადრებს იმისთვის, რომ შეავსოს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ მართული სასამართლო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ განახლდეს დანიშვნები. თუ განახლდება, საბჭოს ძალიან გაუჭირდეს ხალხის დანიშვნა. ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დანიშვნებით სასამართლოში შევა სუფთა და კომპეტენტური ხალხი“,-აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.