მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) საქართველოს სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციისა და ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია", - აღნიშნულია დადგენილებაში.
სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, ხოლო მის შემადგენლობაში მთავრობის კაბინეტის წევრებთნ ერთად, დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის, უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან.