"თბილისის მთავრობა და მერი ქალაქის მეურნეობის და დაგეგმარების მიმართულებით ახალ ველოსიპედს არ იგონებს" - ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ზონალური პარკინგის საკითხის განხილვას თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე. მისი თქმით, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა ორ მთავარ პრინციპზე, ზონირებასა და ქრონომეტრაჟზეა დაფუძნებული.
„სამი წამყვანი კომპანია გვემსახურება, რომ დედაქალაქში სწორად დაიგეგმოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ექსპერტის რეკომენდაციაა ამ რეფორმის გატარება, თბილისის მერია საკითხს სიფრთხილით ეკიდება და იწყება საპილოტე პროგრამა. მე მივესალმები თბილისის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ პირველ ეტაპზე ზონალური პარკინგი მხოლოდ კოტე აფხაზის ქუჩას შეეხება,“- განაცხადა თედო ისაკაძემ.