ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში მოინახულა. ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოება მალე იხილავს, თუ რა ნაბიჯები გადაიგმება დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.
მეუფე ანტონის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს დეკანოზ მამალაძეს.
"მალე იხილავთ, გადავდგამთ ნაბიჯს, მოთხოვნა გაკეთდება შეწყალებაზე, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს", - განაცხადა მეუფე ანტონმა.
საუბრის დასასრულს, მიტროპოლიტმა დასძინა, რომ მისი აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.