კალთები ბატონ ბიძინას არავისთვის არ ჩამოუხევია, შემიძლია თამამად ვთქვა, - განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ზაქარია ქუცნაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ბოლო თათბირზე ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის 3 ვარიანტი შესთავაზა - გნებავთ დარჩით, გნებავთ წაბრძანდით, გნებავთ გაგრიცხავთო
“კალთები ბატონ ბიძინას არავისთვის არ ჩამოუხევია, შემიძლია თამამად ვთქვა. მან მისცა არჩევანს გაკეთების საშუალება ყველას და ყველა აკეთებს თავის არჩევანს.. ბოლო თათბირებზე ბატონმა ბიძინამ მისცა მათ თავისუფალი არჩანის გაკეთების შესაძლებლობა, 3 ვარიანტი შესთავაზა მან გნებავთ დარჩით, გნებავთ წაბრძანდით, გნებავთ გაგრიცხავთ. გარიცხვაზეც იყო საუბარი, თუ ვინმეს გსურთ დაჩაგრულის იმიჯი შეგექმნათ საზოგადოების თვალში თქვით და გაგრიცხავთ, არც ეგ არ არის პრობლემაო, კაცმა უთხრა”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.