ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სათანადოდ ვერ აცნობიერებს რეალობას.
„მე მგონი ვერ ხვდება რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინ პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა, რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,“ – განაცხადა ბესელიამ.