გვენეტაძემ დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან ფაქტობრივად, პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი იშლება ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით, დაშალა ყველაფერი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი. ის არის, ფაქტობრივად ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს საზოგადოების ნდობა და მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას“, - განაცხადა გოცირიძემ.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, რომელზეც TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უნდა ემსჯელათ, ქართული ოცნების დეპუტატების მოთხოვნითა და კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჩაიშალა