თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ხორავას ჩუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანის პროცესი გაიმართება.
ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ადვოკატები კი შემამსუბუქებელ გარემოებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილება და მოსამართლეს წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.
მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ, თუმცა ის ბრალს აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
„მოთხოვნა ჩვენი იქნება ისეთი სასჯელის მოთხოვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. ხორციელდება მასზე მონიტორინგი და 24-საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს მასზე“, - განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ინგა ჩალაურმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2018 წლის 10 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.