"ბექა არ იქნება ბოლო" - ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილის წასვლას ეხმაურება.
„მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი. ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს. ბექას რომ პროტესტი აქვს. ეს მე არ მიკვირს. ახლა ჩანს ჯანსაღი პროცესი. ჩვენ მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება“, - ამბობს ეკა ბესელია.