მიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლეები არიან უკვე იმ გზაზე დამდგარი, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ, საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას წასვლასთან დაკავშირებით.
„მიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლეები არიან უკვე იმ გზაზე დამდგარი, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება. ვხედავდით, რომ რთულ მდგომაროებაში იყვნენ, როცა იმყოფებოდნენ უმრავლესობაში, პრინციპში ამდაგვარ განვითარებას მოვლენების ვვარაუდობდით. მოხდა ის, რაც იყო მოსახდენი, მე პირიქით მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ფაქტი“, - განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის წევრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი წევრი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა გახდა.
კანონპროექტი "საერთო სასამართლოების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დროებით უნდა შეჩერებულიყო.