თუ დროზე არ მოხდა გადაწყობა გუნდის, ბუნებრივია ეს შენჯღრევა გაგრძელდება, არ ისმის კარგი ხმები მომავლიდან - ასე მიმართა თანაგუნდელებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ.
მისი თქმით, თუ გარკვეული კონფიგურაცია არ მოხდა, გუნდში ისეთი პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდია შეუქცევად ხასიათს იღებს, გაგრძელდება.
„საპარლამენტო უმრავლესობას მოვუწოდებ, დაუგდონ ყური მომავალს, თუ სმენა გვაქვს, მომავლიდან კარგი ხმები არ ისმის", - თქვა ნუკრი ქანთარიამ
"ეს არის ეკას გადაწყვეტილება და არ არის ნაუცბათევი, გამყოლად არ გამოვდგები, მაგრამ არის მთელი რიგი პრინციპული საკითხები, თუ დროზე არ დაიწყო ცვლილებები გუნდში და არ მოხდა გადაწყობა გუნდის ბუნებრივია, ეს შენჯღრევა გაგრძელდება. უმრავლესობასაც მოვუწოდე, რომ დაუგდეთ ყური მომავალს, რა ხმები ისმის მომავლიდან და ვთქვი, რომ არ ისმის სასიამოვნო ხმები, თუ გვაქვს სმენა“,-აცხადებს ნუკრი ქანთარია.