ზედმეტია. საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, მას შედმეგ, რაც ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. თუ უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი დატოვებს, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.
“საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია, პირიქით საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის, თიმცა ამისთვის ალბათ ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო“, - თქვა ჩუგოშვილმა.