მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებამდე უნდა არსებობდეს სასამართლო რეფორმის გეგმა, - განაცხადა „ევროპული საქართველო“ წევრმა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, რეფორმის ხედვაა განსახილველი, დაჩქარებული წესით.
„რომ შეჩერდეს ეს დანიშვნები, რეფორმა არის მაინც გასატარებელი და ჩვენ წარმოვადგინეთ რეფორმის ხედვა. ამიტომ რეფორმის ხედვაა განსახილველი დაჩქარებული წესით, ეს უნდა მოვიფიქროთ - როგორ დავამტკიცოთ, რა პროცედურა შევიმუშაოთ და არა ის, რომ შევაჩეროთ დანიშვნები ისე, რომ არ გვქონდეს გზა, რა გზითაც უნდა წავიდეთ,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. იურიდიული კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.