თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პროკურატურას გადაეცა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ასეთი დანაშაულის არსებობას გამორიცხავს.
„გვინდა ხაზგასით ვთქვათ რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს გამჭირვალობა პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია თიბისი ბანკმა სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას. ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავალის ძიებისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენცური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად ეკონომიკაზე. რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას, ფულის გათეთრების მიზნით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას“, - განაცხადა ხაზარაძემ.
"ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესების გამო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ უკვე გაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის "დენტონსის" დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდაა აღნიშნული რომ ამ ტრანზაქციით არა თუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთანაც კი კავშირი არ აქვს"