საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი "კავკასიური სახლი", სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით, ცნობილი სომეხი კომპოზიტორის, კომიტასის (სოგომონ სოგომონიანის) დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება კომიტასის მუსიკა და კომპოზიტორის მოღვაწეობის ხანა, ზოგიერთი ისტორიული ცნობა.
საღამოზე გაიმართება ხატვარ ნინო ფირცხალაიშვილის ნამუშევრების გამოფენა, შექმნილი ფრანც ვერფელის რომანის "მუსა დაგის ორმოცი დღე" მიხედვით.