ძალიან ბევრ, “ქართული ოცნების” დეპუტატს 1-ლი ოქტომბერი ქრისტეშობის დღესავით აქვს გამოცხადებული და წელთაღრიცხვას იქიდან იწყებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, - განაცხადა გადაცემა “რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
“აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები იმ ნაწილს, რომ ძალით ვინემ სადმე გააგდო. არჩევნების გზით მოხდა და მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება. მე მესმის, რომ ძალიან ბევრ, “ქართული ოცნების” დეპუტატს 1-ლი ოქტომბერი ქრისტეშობის დღესავით აქვს გამოცხადებული და წელთაღრიცხვას იწყებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ისევე როგორც, 2003 წლიდან არ უნდა დავიწყოთ, რომელიც უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე არ იწყება 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოს ისტორია და არც მთავრდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.