მე მგონი, „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა რომ მარგველაშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და არ არის საჭირო, ისევ პიროვნულ და ინსტიტუციონალურ კინკლაობაში შესვლა, - თქვა ტელეკომპანია“ პირველთან საუბრისას ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი.
„სწორედ ეს თანამდებობის პირი არის ადამიანი, რომელიც ხელს აწერს ომის გამოცხადებაზე თუ მის შეწყვეტაზე და თავისთავად, რომ ის უნდა იყოს ინფორმირებული და მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ყოველი ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას, მგონი არ უნდა უნდა იყოს პრობლემა. მე მგონი, „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა რომ მარგველაშვილი აღარ არის პრეზიდენტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და არ არის საჭირო, ისევ პიროვნულ და ინსტიტუციონალურ კინკლაობაში შესვლა“, - თქვა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი ვიზიტით ეწვევა უცხო ქვეყანას და სხვა ქვეყნის პრეზიდენტს დაელაპარაკება უნდა იყოს ინფომირებული და ტელევიზიიდან არ უნდა გაიგოს, რეალურად რა ხდება ამ სფეროში.
„ფაქტია ერთი რამ, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, არსებობს საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების რეკომენდაციები, რომელთანაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიოანობაზე, სწორედ იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ჰიბრიდული ომიდან, რომელსაც ის აწარმოებს. ეს მხოლოოდ წაადგება ქვეყანას. აქ არ არის საუბარი სალომე ზურაბიშვილზე. ქვეყნის პრეზიდენტი იქნება ეს ახლა თუ შემდგომში, უნდა იყოს კანონით განსაზრვრული, რომ ამ სათათბირო ორგანოში მთავრობასთან ერთად განიხილავდეს იმ საკითხებს, რომელიც არა თუ შიდა მოხმარების, არამედ საერთაშორისო მოხმარებისაა. როდესაც წავა და სხვა ქვეყნის პრეზიდენტს დაელაპარაკება უნდა იყოს ინფორმირებული და არა - ტელევიზიიდან გაიგოს, რეალურად რა ხდება ამ სფეროში“, - თქვა მაჭავარიანმა.