"ანა ფრანკის დღიური" ლიბანის ცენზურამ სახელმძღვანელოდან ამოიღო. ამის მიზეზი მოძრაობა "ჰესბოლას" კამპანია გახდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ წიგნი ხელს უწყობს სიონიზმის გავრცელებას.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, როდესაც მოძრაობისთვის ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ ბეირუთის ინგლისურენოვან კერძო სკოლების სახელმძღვანელოებში წიგნიდან ნაწყვეტები შეიტანეს.
ტელეარხმა "ჰესბოლა" - "ალ მანარმა" წიგნი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "მასში სრული ყურადღება კონცენტრირებულია ებრაელების დევნაზე".
საკითხი დაისვა პირდაპირ _ "როდემდე დარჩება ბეირუთი და მთლიანად ქვეყანა სიონისტური განათლების არენად?!"
რიგმა სკოლებმა უკვე განაცხადეს სახელმძღვანელოებიდან "ანა ფრანკის დღუირის" ამოღების შესახებ.