დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც 150 მოსამართლე ესწრებოდა, საბჭოს მოსამართლე წევრებმა „შოუს“ დადგმა სცადეს, რაც მისი შეფასებით, არ შედგა.
„რაც შეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
არამოსამართლე წევრისთვის გაუგებარია, რატომ სთხოვდნენ პასუხს მოსამართლეთა გასვლით შეხვედრაზე, საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.