თბილისში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, „კლიენტმა“, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ნაცემმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
დაზარალებულის განცხადებით, მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟმა ადგილზე დააკავა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - 178-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობისა და ძარცვას გულისხმობს.