ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.
ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს რეალურად მხოლოდ მისი გაჩუმება უნდა და არა შერიგება.
„მე გავეცნობი პრეზიდიუმს, ვინები იქნებიან გავიგებ და ამის შემდეგ გადავწყვეტ მე მივალ ამ პრეზიდიუმთან თუ - არა. დღეს დღეობით პრეზიდიუმში ის ხალხია, რაზეც ბატონი რომან რურუა საუბრობდა, 80% პრეზიდიუმის არის ისეთი ხალხი, რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. დღეს არის ეს ფაქტი და მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე, გამაჩუმონ ამ შერიგებით და თვითონ შეინარჩუნოს სკამი. თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა. თუ პიროვნულად შერიგება უნდა თავიდანვე იტყოდა. თავიდან იძახდა ხელი არ მომიქნევიაო მე, შემდეგ აღიარა და ეს ნელ-ნელა აღიარებს ყველაფერს, ვნახოთ შეიძლება ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა,“ - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.