5 თებერვალს, 12:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის პრესკონფერენცია. ღონისძიებას გაუძღვებიან კომპანია ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე,
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.