უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და გლდანის ციხეში ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ , - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” დამფუძნებელი, “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია, თბილისის ყოფილ მერს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას.
„უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც... პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა... ერთი სიტყვით "ჩვენ რომ ვფლანგავდით ფულს უაზრო პროექტზე თქვენც ბოლომდე გაფლანგეთო" გვეუბნებიან... არა ჩემო გიგი უაზრობაში რაც თანხები გადაყარეთ კმარა, ეხლა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც იქნება ყველაზე უკეთესი ამ ქვეყნისთვის ისე დაიხარჯება ფული.
შენ წადი და თბილისის ალპინისტ დასუფთავების ვარსკვლავები მოგვიკითხე...
მაგ უაზრო კრედიტებმა (ასობით მილიონები) უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ჩვენი ქვეყანაც და რკინიგზაც. ოდნავ ნამუსი რომ გქონდეთ მაგ ენას კბილს ისე უნდა აჭერდეთ სისხლი მოგდიოდეთ, მაგრამ აბა ეგ თქვენ საიდან?!“, - წერს ცაგურია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “შაბათის კურიერში” გავიდა სიუჟეტი “თბილისის 200-მილიონიან შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში, ელმავლების ნაცვლად, ცხვრები დადიან” სადაც გიგი უგულავა აცხადებს, რომ ეს გვირაბი “ოცნების” მმართველობის სიმბოლოა, რომელიც მმართველმა გუნდმა გაანადგურა პოლიტიკური შურისძიების გამო.