პარტია "საქართველოს გზა" "GHN"-სა და "CIVIL.GE"-ს ბოდიშს უხდის.
"7 ნოემბერს, სასტუმრო "რადისონ ივერიაში", სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა "ვარდების რევოლუციის" დაპირებების ანალიზი წარმოაჩინეს, პარტია "საქართველოს გზის" მიერ გავრცელებულ დოკუმენტში გაიპარა ტექნიკური შეცდომა: საინფორმაციო სააგენტოებიghn.ge და civil.ge მოხსენიებული იყო, როგორც ხელისუფლების ხაზის გამტარებელი სააგენტოები. პარტია "საქართველოს გზა" ბოდიშს უხდის აღნიშნულ სააგენტოებს და 23 ნოემბრისთვის, როდესაც დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი დაიბეჭდება, შეცდომა გათვალისწინებული იქნება", - ნათქვამია "საქართველოს გზის" განცხადებაში.