გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში გაჩნილ ხანძარს გორის სახანძრო დაცვის და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 8 საათის განმავლობაში ერთობლივად ებრძოდნენ.
ცეცხლი კარლო მერებაშვილის ორსართულიან სახლში გუშინ ღამით გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ოჯახის ერთ-ერთი წევრის დაუდევობით მოხდა. ცეცხლის სრული ლოკალიზება დილის 6 საათისთვის მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.