კომპანია "ჯეოტურანი"-ს დამფუძნებელი პაატა რუსაძე საპენსიო რეფორმას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
„ჩემს კომპანიაში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებული, მათთვის საპენსიო დაგროვებითი სისტემა სულაც არ არის სიახლე რადგან ხშირად უწევთ უცხოთში ვიზიტებით წასვლა, გადამზადების, ტრეინიგების, თუ კონფერენციების ფარგლებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საპენსიო რეფორმა ევროპული არჩევანია, ეს ის ნაბიჯია, რომელიც ქვეყანამ უნდა განვლოს უკეთესი მომავლისთვის.
საპენსიო შენატანი დასაქმებულისა და დამსაქმებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის გავლენას ვერ მოახდეს საერთო სურათზე. ამის გამო, არცერთი დამსაქმებელი უარს არ იტყვის კარგ კადრზე და პირიქით, სოციალური სოლიდარობიდან გამომდინარე, იზრუნებს თავისი კარდების ღირსეულ მომავალზე. აი ამიტომ, ჩემი კომპანია 2019 წლის იანვრის დასაწყისშივე ჩაერთო დაგროვებით საპენსიო სქემაში.
სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, ჩვენთანაც დაგროვებითი საპენსიო რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ნორმალურია, არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, ხოლო ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია და საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2018 წლის დეკემბერში ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტი ეროვნულ ვალუტაში აჭარბებს 2,8 მლრდ ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 9,5 მლრდ ლარს. ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა, მე მჯერა რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი“, - ამბობს რუსაძე.