“მივესალმები თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია ბოლომდე არ გადაყვეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელების შესახებ.
„არ შეიძლება შენს კოლეგას ვიღაც ასეთი ფორმებით თავს ესხმოდეს და შენ კითხვის ნიშნებით საუბრობდე საჯარო სივრცეში. მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის თემებია, რაშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განწყობებისა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ის მეთოდები, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს“, - თქვა ფოფხაძემ.