სოფიო ქაცარავამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის როლზე და მის შემდგომ გამოხმაურებაზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჰუბერტ კნირშს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ესაუბრა. სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ელჩს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
შეხვედრაზე ასევე, განიხილებოდა ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიმდინარე მოლაპარაკებები. „მზად ვართ ერთობლივად აღმოვფხვრათ ვიზა- ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დაბრკოლება", - აღნიშნა შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ.