საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე თანამდენობიდან გადადგა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
თეიმურაზ კუპატაძე საზღვრის დაცვის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანმდებობას უცნობია.
თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.
2012 წელს იგი იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.
2015 წლის გაზაფხულიდან კი საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე ის აჭარის საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა.