„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62 % - მა არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი.
შეკითხვაზე „დაასახელეთ ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტარი საქართველოს პარლამენტში“ 62 პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის. ამ შეკითხვაზე 9 პროცენტმა არასწორად უპასუხა, ხოლო 28 %-მა შეკითხვას სწორად უპასუხა.
თბილისის მასშტაბით, იგივე შეკითხვაზე, გამოკითხულთა 77 პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, 13 %-მა სწორად უპასუხა დასმულ შეკითხვას, ხოლო 9 %-მა არასწორად.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.