მე არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა ზოგადად საუბარი - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ერთ-ერთი ქალი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაზე.
“მე არ ვიცი რა ჩანაწერებზეა ზოგადად საუბარი. გუშინ საუბარი იყო რომ ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ჩანაწერები. ჩემთვის ზოგადად კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვიცი შეიძლება ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გამოძიება ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს”, - თქვა კალაძემ.