მეცნიერებმა გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ქათამი, რომელიც კიბოს მკურნალობის შემცველ კვერცხს დებს.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოტლანდიაში ქალაქ ედინბურგში მდებარე როსტინის ტექნოლოგიის ინსტიტუტში დოქტორ, ლიზა ჰერონიმ და მისმა გუნდმა, შეძლეს ადამიანისთვის საჭირო პროტეინის შემცველი დნმ-ის კოდის შეყვანა იმ ქათმებში, რომელიც კიბოს მკურნალობის შემცველ კვერცხს დადებს. მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს იმას, რომ კვერცხს ჰქონოდა ისეთი შემცველობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შემავალი უარყოფითი ვირუსების დამარცხებას და კიბოს საწინააღმდეგო „IFN-ალფა-2a“-ს შემცველ პროტეინებს შეიცავს.
აღნიშნული კვლევების შესახებ სტატია ჟურნალ, „BMC Biotechnology“-შიც გამოქვეყნდა.