ლოს ანჯელესში გაიმართა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის (SAG — Screen Actors Guild Award) დაჯილდოების 25-ე ცერემონია. კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვება „ოსკარის“ ცერემონიამდე ერთ-ერთ რეპეტიციას წარმოადგენს. გილდიის პრიზების მფლობელები ხშირად „ოსკარის“ პრემიებს იღებენ.
წელს აშშ-ის კონომსახიობთა გილდიის ჯილდო „მხატვრულ ფილმში საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობისთვის“ გადაეცა ფილმს „შავი ავაზა“.
ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ გამარჯვება მოიპოვა რემი მალეკმა, რომელმაც „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ფრედი მერკურის როლი შეასრულა. „საუკეთესო ქალი მსახიობის“ კატეგორიაში კი ჯილდო მოიპოვა გლენ კლოუზმა ფილმში „ცოლი“ შესრულებული მთავარი როლისთვის.