ცხინვალის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბერს ზნაურის რაიონში ე. წ. საზღვრიდან 50 მეტრის მოშორებით, რუსმა ოკუპანტებმა ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ზნაურის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
მათი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ერთი საქართველოს და ერთი ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე.
ოკუპანტების ინფორმაციით, დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევა სასოფლო-სამეურნეო მიზნების გამო მოხდა.
ამ დროისთვის სეპარატისტები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ.