"კონსერვატიული პარტია" ხელისუფლებას ადგილობრივი თამბაქოს წარმოების შეზღუდვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ და იმპორტულ თამბაქოზე აქციზის საფასური გათანაბრდება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონის ამოქმედება ადგილობრივი საწარმოების დახურვას გამოიწვევს.
პარტიის წევრები მოითხოვენ, კანონის დამტკიცებამდე მისი საჯარო განხილვა, რომელშიც მთავრობის, ოპოზიციის და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას მოხდეს.
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნით მიიღეს.