„ეს ორგანო დგას კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა და მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება,“ - ეს განცხადება, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე გააკეთა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს.
„ეს ორგანო დგას კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა და მან მოიპარა სასამართლო ხელისუფლება და ახლა უნდა, რომ ამ მოპარვით და ამ ქურდობით მოიპაროს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების მომავალი. ეს არის დაუშვებელი და პარლამენტმა ეს უნდა გაიგოს, რომ აქ კანონში ორი მუხლის პრობლემა კი არ არის, აქ არის შექმნილი უმძიმესი კრიზისი, მათ შორის მისი თანამონაწილეობით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატები, აქტივისტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ. მათ უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის შეცვლა მოითხოვეს.