საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია უმრავლესობის წარმომადგენელმა ბეჟან ხურციძემ, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად დატოვოს. ეს გადაწყვეტილება ხურციძემ დღეს კომისიის პირველივე სხდომაზე დააფიქსირა. მის მიერ კომისიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი უკავშიურდება კომისიის სტატუსს.
დღეს კომისიის სხდომაზე ბეჟან ხურციძემ მოითხოვა რომ კომისიას ჰქონდეს საგამოძიებო სტატუსი. აღსანიშნავია რომ პარლამენტის დროებით კომისიასა და საგამოძიებო კომისიას შორის არის ის განსხვავება, რომ საგამოძიებო კომისია არასაჯარო მოხელეებს ავალდებულებს კომისიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასევე საგამოძიებო კომიდსიასს გააჩნია მეტი უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმეებსა და სხვა სახის საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაშვებულობის თვალსაზრისით. სწორედ ამ არგუმენტით ბეჟან ხურციძე ითხოვს რომ კომისიას ჰგქონდეს საგამოძიებო სტატუსი.
"თუ ჩვენ რეალურად გვინდა ამ ფაქტის შესწავლა და ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციებისათვის, მაშინ მიმაჩნია, რომ კომისიას უნდა ჰქონდეს საგამოძიებო სტატუსი", - აცხადებს ხურციძე და დასძენს, რომ თუ კომისიას არ ექნება აღნიშნული სტატუსი იგი კომისიას დატოვებს. გარკვეულწილად მის მოსაზრებას ჯონდი ბაღათურია და კონსტანტინე გამსახურდიაც იზიარებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ "როდესცა არსებობს სახელმწიფო ნება კომისიებს შორის დიდი განსხვავება არ არის".
კონსტანტინე გამსხურდია იმედოვნებს, რომ კომისიას სტატუსი შეეცვლება და ამის გამო კომისიის შიგნით განხეთქილება არ მოხდება. უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია კი აცხადებს, რომ "კომისიის სტატუსის შესახებ პარლამენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ეს აკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება".